სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი 21–დან 25 თებერვლამდე ატარებს საპრეზენტაციო–საინფორმაციო შეხვედრებს რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრებში. შეხვედრის მიზანია, რეგიონს გააცნოს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მისია და დაადგინოს სკოლების საჭიროებანი შემდგომი თანამშრომლობისთვის.

სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი „აბიტურის“ საათების ფარგლებში სთავაზობს მე–12 კლასელებს საატესტაციო გამოცდებით გათვალისწინებულ საგნებში უფასო სალექციო კურსებს სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე, მისამართზე ჯანაშიას ქ. N14.