საერთაშორისო მობილობის პროექტები (EMINENCE I&II, EFFORT, EMBER, HERMES) 2012 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, რომლის ფარგლებში შოტა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე უკვე ჰყავდა მობილობის ---- სტუდენტი, 3 აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, მათ შორის პოლონეთიდან და იტალიიდან. აღნიშნული პროექტების ფარგლებში სასწავლო უნივერსიტეტიდან მობილობით ისარგებლა პროქტებში ჩართულმა ხუთამდე ადმინისტრაციულმა პერსონალმა
სასწავლო უნივერსიტეტი 2012 წლიდან ჩართული TEMPUS-ის ტიპის (ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების) პროექტებშ, როგორიცაა CASEDE, PICASA, რომელთა ფარგლებში სასწავლო უნივერსიტეტმა დანერგა არა ერთი ინოვაცია. აღნიშნული პროექტების შესახებ ინფორმაციის მისარებად გადადით ბმულზე.
2015 წლიდან Erasmus+ -ის ფარგლებში, ორმხრივ ხელშეკრულებაზე დაყრდნობით ლოძის უნივერსიტეტი ორი წლის განმავლობაში ახორციელებდა მობილობის პროექკტს, რომლის ფარგლებში მობილობით სარგებლობის უფლება პირველად მიეცათ სტუდენტებს სწავლების პირველივე სემესტრიდან, მათ შორის საჯარო მმართველობის სტუდენტს მიეცა უნიკალური საშუალება ესარგებლა მობილობით.
Nature Spirits, Continuity and Change, Conference of Belief Narrative Network of ISFNR
2014 წლის 1-4 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა უმასპინძლა მსოფლიო ფოლკლორისტთა სამეცნიერო კონფერენციას ზუგდიდში.
ISFNR (International Society for Folk Narrative Research) ფოლკლორისტთა საერთაშორისო საზოგადოების BNN (Belief Narrative Network) committee რწმენა-წარმოდგენების კომიტეტის მსოფლიო საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით: „ზებუნერბივი ძალები“ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მოეწყო მნიშვნელოვან სამეცნიერო შეხვედრა, აღნიშნული საზოგადოების 76 წევრსა და ქართველ ფოლკლორისტთა მონაწილეობით.