შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია ცხადდება სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელიც გამიცემა არაუგვიანეს 1 ოქტომრისა
სასწავლო უნივერსიტეტსა და ამ უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუნდენტს შორის ფორმდება ხელშეკრულება.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხულმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1.სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის /პასპორტის ასლი (აუცილებელია დედნის წარმოდგენა)
3. 2- ცალი ფოტოსურათი ( ზომა 3/4- ზე ) ,ელექტრონული ვერსია CD - ზე
4. სამხედრო აღიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის)
5.უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში )
6.არასრულწლოვანი სტუდენტობის კანდიდატის ნაცვლად სასწავლო უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილი არის მისი მშობელი, სტუდენტობის კანდიდატის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლისა და მშობლის პირადობის მოწმობის ასლის წარმოდგენის შემთხვევაში.