საქართველოს სხვადასხვა ავტორიზებული უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ სწავლა გააგრძელონ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.
მობილობის უფლება აქვს სტუდენტს სწავლების მეორე წლიდან.
მობილობის პროცესი ხორციელდება წელიწადში ორჯერ - შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში.
მობილობის ვადებს ადგენს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
მობილობის განხორციელებისათვის საჭიროა:
- სტუდენტი დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე www.students.eqe.ge
- გააკეთოს ელ-განაცხადი მობილობაზე: დააფიქსიროს არჩევანი (უსდ, პროგრამა) და დაალაგოს იგი პრიორიტეტებადგადაიხადოს მობილობის საფასური (40 ლარი) სს „საქართველოს ბანკში“.
·გადაიხადოს მობილობის საფასური (40 ლარი) სს საქართველოს ბანკში
·გაეცნოს მობილობის შედეგებს ელ - პორტალზე პირად სარეგისტრაციო ფანჯარაში
.დადებითი პასუხის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს წერილობითი განცხადებით შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს და წარუდგინოს პირადი საქმის ასლები დადგენილ ვადებში
·გაეცნოს მიერ აღიარებულ კრედიტების რაოდენობას და დადგენილ ვადებში წერილობითი განცხადებით დაადასტუროს თანხმობა/უარი
მობილობის განსახორციელებლად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);-ვაჟებისთვის
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი, დამოწმებული უსდ ბეჭდით;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული უსდ ბეჭდით);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- დაფინანსებული სტუდენტების შემთხვევაში აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი.
- პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.eqe.ge
ან მოგვმართეთ: სასწავლო პროცესის მართვის სამსახური, მეორე სართული
591324242; 568855661
შიდა მობილობა
შიდა მობილობის უფლება აქვს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს (მათ შორის სტატუსშეჩერებულ სტუდენტსაც). მას აქვს საშუალება შეიცვალოს საგანმანათლებლო პროგრამა. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება ეზღუდება პირველი სემესტრის სტუდენტს.
შიდა მობილობა წელიწადში ორჯერ ცხადდება სასწავლო წლის შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრებში.