TEMPUS-ის პროექტის ,, სტუდენტური კარიერული სერვისების განვითარება საქართველოში (CASEDE) ფარგლებში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შეიქმნა კარიერის განვითრების ცენტრი, ევროპელი ექსპერტების მიერ გადამზადდა კვალიფიციური კადრები.
ცენტრის მიზნებია
-მიაწოდოს სტუდენტებს კარიერიული სერვისები,რომელიც დაეხმარება სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს განივითარონ დასაქმებისთვის საჭირო უნარები და გაიმდიდრონ გამოცდილება, რაც ხელს შეუწყობს მათ თვითრეალიზაციას კარიერული წინსვლის პროცესში
-დაეხმაროს სტუდენტებს საკუთრი ინტერსების ღირებულებების, პიროვნული მახასიათებლების, უნარების და პროფესიული შესაძლებლობების ძიებაში
- დააახლოვოს სტუდენტები დამსაქმებელთან,რაც მათ პროფესიული მიზნის მიღწევაშ დაეხმარება
- გაზარდოს სტუდენტთა შრომით ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობა
ხედვა
რაც მეტია სინათლე, მით ნათელია გზა.
ვიპოვოთ ახალი გზები ცოდნიდან დასაქმებამდე.