ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მანდატურები, რომლებიც შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და სამეგრელოს რეგიონის საჯარო სკოლებთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში იმაღლებდნენ უნივერსიტეტის ბაზაზე კვალიფიკაციას ინფორმაციულ ტექნოლოგიებში მოისმინეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაცია, გაეცნენ სასწავლო უნივერსიტეტის მისიასა და სტრატეგიას. დაათვალიერეს უნივერსიტეტის მატერიალურ–ტექნიკური ბაზა.