სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორატმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლის რწმუნებულებისათვის გამართა საინფორმაციო–საპრეზენტაციო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის მენეჯერი ფლორიან დე ლაუნი, რომელიც სასწავლო უნივერსიტეტში ახორციელებს ადამიანური უსაფრთხოებისა და სოციალური ინტეგრაციის პროგრამას. შეხვედრაზე საზოგადოებას ეუწყა იმ პროექტის შესახებ, რომელიც სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე ხორციელდება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და სსიპ საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. პროექტის, „სამეგრელოს რეგიონის ბუნებრივი რესურსების გეოთერმული წყლის გამოყენების პროექტის შემუშავება სათბურის გაზების შემცირებისა და კერძო მეწარმეობის განვითარებისთვის“, პრეზენტაცია გააკეთეს გეოგრაფიის დოქტორმა ქეთევან ლატარიამ და ბიოლოგიის დოქტორმა ლელა გვასალიამ.

დასასრულს სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის მატერიალურ–ტექნიკური ბაზა.