შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელოს ბიურომ ნატოს კუთხე გახსნა. სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ–მასწავლებლები დიდი ინტერესით შეხვდნენ ნატოს კუთხის გახსნას და ვრცლად ისაუბრეს ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე და ალიანსში გაწევრიანების მნიშვნელობაზე. ცენტრმა მიიღო გადაწყევტილება სტუდენტებისათვის უნივერსიტეტში ჩაატაროს ლექციები და სემინარები.