2017 წლის 22-23 დეკემბერს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სენაკის ბაზაზე სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროექტის ფარგლებში დაიგეგმა და მიმდინარეობს ტრენინგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ზოგადი ინტეგრირებული მოდულების განმახორციელებლებისათვის. ტრენინგის მიზანია ინტეგრირებული მოდულების დანერგვის მიდგომების, მონიტორინგის პროცესის, შედეგების, არსებული გამოწვევების გაცნობა. მიმდინარეობს მუშაობა ჯგუფებში მიმართულებების შესაბამისად, გზამკვლევების გაცნობა, გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება. სანიმუშო გაკვეთილების მომზადება და ჩატარება.