2017 წლის 22 დეკემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტებს, უნივერსიტეტის პერსონალსა და რეგიონში მოქმედი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტი გააცნო. დოკუმენტზე სპეციალურმა ჯგუფმა იმუშავა, რომელიც ზსსუ-ს რექტორის ადმინისტრაციული აქტით შეიქმნა. საჯარო განხილვების შემდეგ სტრატეგიული განვითარების გეგმის პროექტი საბოლოოდ წარედგინება ზსსუ-ს აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად.