ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე უნივერსიტეტში ხორციელდება პროექტი ,,საქართველო გზად ევროპისკენ", რომლის მიზანია შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნოს ინფორმაცია ისტორიის შესავლებზე, ევროკავშირის სტრუქტურისა და კანონის ჩარჩოებზე და მის პოლიტიკაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისის წარმომადგენლების საშუალებით.

პროექტის ფარგლებში პირველი პრეზენტაცია გაიმართა 2011 წლის 17 მარტს. შემდგომი პრეზენტაციები გაიმართება ყოველ მეორე ხუთშაბათს.