2017 წლის 26 დეკემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ჩართულობით საახალწლო კარნავალი გაიმართა. ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის სტუდენტებმა საახალწო კარნავალი საინტერესო პროგრამებითა და მრავალფეროვანი რეპერტუარებით გაფორმებული სანახაობა წარმოადგინეს; ნიღბები, სიმღერები, ცეკვა, იუმორი, საზეიმო ტორტი სადაც სტუმრებს იმედიანი სადღესასწაულო განწყობა დაუტოვა.