2018 წლის 16 იანვარს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნვიერსიტეტში პროექტის „ახალგაზრდა ლიდერები გარემოს დაცვისთვის“.ფარგლებში, ერთ-ერთი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, რომლის ინიციატორი და ფასილიტატორი გახლდათ პროექტის წევრი-რომეო მალაზონია.  სტუდენტებმა მიიღეს გარკვეული ინფორმაცია და ცოდნა  ეკოლოგიასა და გარემოს დაცვით საკითხებზე. აგრეთვე, გაიმართა საინტერესო დისკუსია, სადაც ახალგაზრდები გამოხატავდნენ თავიანთ შეხედულებებს თუ რა ზომები უნდა მიეღოთ გარემოს დასაცავად და ბუნების გადასარჩენად. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ნეოგენი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდა ლიდერები გარემოს დაცვისთვის“. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავებას გარემოს დაცვით საკითხებზე. პროექტის ფარგლებში გადამზადდა 10 ახალგაზრდა, რომლებმაც გაიარეს სრული გადამზადების კურსი გარემოს დაცვით საკითხებზე როგორც ზუგდიდში, ასევე სტამბულში (თურქეთი). ამჟამად, გადამზადებული ახალგაზრდები ატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს ზუგდიდში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, გადასცემენ ინფორმაციას ადგილობრივ მოსახლეობას, ახალგაზრდებს, ქალებს, ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს თუ როგორ დაიცვან გარემო ერთიანი ძალისხმევით.