2018 წლის 31 იანვარს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზამთრის სკოლა სახელწოდებით: ,,სახელმწიფო, პოლიტიკა, რელიგია", დახურვის ცერემონიალი გაიმართა.ზამთრის სკოლაში მონაწილეობას იღებდნენ გერმანელი და ქართველი პროფესორები; პროფესორი  იოჰანეს ვეისი, პროფ. ემზარ ჯგერენაია, პროფ. მინდია ოკუჯავა და პროფ. მამუკა ბერიაშვილი.
ზამთრის სკოლაში მონაწილეობა მიიღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და   აკაკი წერეთლის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.
ზამთრის სკოლა განხორციელდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო  უნივერსიტეტების მხარდაჭერით. 
ზამთრის სკოლის  კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერტიფიკატები.
 
 
           jorj.jpg      art.jpg
 
           fort.jpg      alt.jpg