2017 წლის 7 თებერვალს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ,,ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის“ მე-5 საფეხურის მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოდულების შედეგების საჯარო პრეზენტაცია/გამოფენა, გაიმართა. აქტივობა  მიზნად ისახავდა  პროგრამის პოპულარიზაციას, ამავე პროგრამის სენაკის ბაზის პროფესიული სტუდენტებისთვის გაცვლითი მეცადინეობების, პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის სწავლის მეთოდებისა და  მტკიცებულებების ვერიფიკაციის ფორმატს. ღონისძიებას ესწრებოდა  ააიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  სკოლამდელ-სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან წარმომადგენლები,  სასწავლო უნივერსიტეტის  სენაკის ბაზის ამავე პროგრამის  პროფესიული განათლების მასწავლებლები და პროფესიული სტუდენტები, სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტები.

 

            spis.jpg       chok.jpg

            soq.jpg      ra.jpg