საინფორმაციო შეხვედრა საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთსა და სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის

მიმდინარეობს საიტის განახლება

2017 წლის 13 თებერვალს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ,,ხელსაქმისა და მეწარმეობის შესწავლით ნდობის აღდგენის ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში შედგა საინფორმაციო შეხვედრა საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთსა და სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის. სტუდენტები გაეცნენ პროექტის მიზანს:

- გოგონებისა და ახალგაზრდა ქალების ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა ხელსაქმისა და მეწარმეობის სწავლებით

- ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ქალაქ სოხუმსა და ახლომდებარე სოფლებში მცხოვრებ გოგონებსა და ქალებს შორის სოციალური კავშირების აღდგენა და კომუნიკავციის ხელშეწყობა და აქტივობებს:

- ხელსაქმის გაკვეთილები;

- კულტურული ღონისძიებები;

- მეწარმეობისა და მცირე ბიზნესის შესახებ ტრენინგები;

- ერთობლივი ონლაინ კონფერენციები და შეხვედრები;

- ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

პროექტში მონაწილეობის მიღების მიზნით სტუდენტებს შეუძლიათ ონლაინ რეგისტრაცია გაიარონ ბმულზე http://bit.ly/2BVCL5u

 

            frec_0.jpg    folt.jpg   

           free.jpg     jec.jpg