შპს ამერიკის ბიზნესის აკადემიის,  შპს თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ ჰიპოკრატეს,  შპს თბილისის საერთაშორისო აკადემიისა და  შპს გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, ასევე შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამისა და სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის (ტიპოლოგიური ლინგვისტიკა, ქართული ლიტერატურა) სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისათვის ცხადდება რიგგარეშე მობილობა. 

რიგგარეშე მობილობა განხორცილედება გამარტივებული წესით და მობილობის პროცესის ადმინისტრირებისათვის არ იქნება გამოიყენებული ელექტრონული პორტალი. 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე 26 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით ეტაპობრივად გამოქვეყნდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ვაკანტური ადგილები; 

სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის თაობაზე და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები - 2018 წლის 26 თებერვლიდან 19 მარტის ჩათვლით. 

1. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

2. სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

3. სსიპ - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

4. სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

5. ააიპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი

6. შპს - თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი

7. სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

დეტალური ინფორმაცია რიგგარეშე მობილობის შესახებ იხილეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე..

სტუდენტთა რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.  

რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ მიმართოთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 26 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, 9:00-18:00 საათამდე, (მის.: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1), ან დარეკოთ ცენტრის ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220 (*3599), ან ელექტრონულ მისამართზე: mobility@eqe.ge