შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო  უნივერსიტეტის ავტორიზაციის ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს  ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების შესაბამისი თვითშეფასების დოკუმენტზე.

2018 წლის 5 მარტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა სასწავლო უნივერსიტეტის  ადმინისტრაციასთან,  აკადემიურ პერსონალთან,  სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან და პასუხისმგებელ პირებთან  საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა თვითშეფასების პროცესის დაგეგმვა და განხორციელება; საავტორიზაციო ვიზიტის დაგეგმვა და განხორციელება; ავტორიზაციის სტანდარტები და პროცედურები.

 

             jorj.JPG         klun.JPG

             strong.JPG         frost.JPG