2018 წლის 20 მარტს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა გამართავს საჯარო ლექციას გარემოსდაცვით საკითხებზე ადგილობრივ სტუდენტებთან და უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალთან.

შეხვედრის მიზანია გარემოს დაცვის მიმართულებით ცნობიერების და სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება და გარემოსდაცვითი მიმართულების პოპულარიზაცია.
შეხვედრა გაიმართება უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში (მისამართი: ზუგდიდი, ჯანაშიას ქ. N14) 
შეხვედრის დრო - 12:00 საათი.