"კრედო ბანკი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც უკვე მრავალი წელია, თავის თანამშრომლებს აძლევს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საუკეთესო საშუალებას.

შერჩევის გამჭვირვალობა, უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო, განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობა, გამორჩეული ბენეფიტები - სწორედ ეს ფაქტორები ხდის კრედო ბანკს ერთ - ერთ ყველაზე კარგ დამსაქმებლად საქართველოში. ამის დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ კრედო ბანკში მენეჯმენტის 90% დაწინაურებული თანამშრომლები არიან .  

მობრძანდით ორშაბათს 19 მარტს, 13:00 საათზე, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მისამართი: ქ. ზუგდიდი, ჯანშია ქ , აუდიტორია #113, სართული 1, შეხვდით პირადად კრედო ბანკის წარმომადგენლებს და ადგილზე მიიღეთ ინფორმაცია სამეგრელოს რეგიონში (ზუგდიდი, ხობი, სენაკი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ფოთი, მარტვილი, აბაშა) დასაქმების შესაძლებლობაზე.

ჩვენი მიზანია ჩავატაროთ ინტერაქციული ტიპის შეხვედრა სტუდენტებთან, სადაც ვისაუბრებთ როგორც კრედო ბანკში დასაქმების და კარიერული განვითარების შესაძლებლობაზე, ასევე იმაზე თუ რა უნდა გაითვალისწინოს სამუშაოს მაძიებელმა დამსაქმებელთან კომუნიკაციის დროს.