საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის ვიზიტი უნივერსიტეტიში

მიმდინარეობს საიტის განახლება

2018 წლის 15 მარტს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში უნივერსიტეტის აკადემიურსა და ადმინისტრაციულ პერსონალს, სტუდენტებს, უნივერსიტეტის საზოგადოებას შეხვდა. სტუმარმა მიმოიხილა განათლების სამინისტროს  უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე ამოცანები და სახელმძღვანელო პრინციპები. შეეხო უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობისა და ინტერნაციონალიზაციის საკითხებს. შეხვედრის ძირითადი ნაწილი ინტერაქტიულად, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პროფესორ-მასწავლებლებმა, ადმინისტრაციამ და სტუდენტებმა მიიღეს პასუხები მათთვის პრობლემურ და საინტერესო კითხვებზე.

 

                P3153330.JPG     P3153338.JPG

                P3153346.JPG      P3153352.JPG

               P3153360_1.JPG      P3153363_0.JPG