26 აპრილს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დიდი ინგლისურ–ქართული ონლაინ ლექსიკონის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია გააკეთა ამავე ლექსიკონის ასისტენტ – რედაქტორმა, საქართველოში თარგმნითი ლექსიკოგრაფიის ხელშემწყობი საზოგადოების ვიცე–პრეზიდენტმა სოფიო დარასელიამ.