შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს არჩევნებს საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანის ვაკანტური  თანამდებობის დასაკავებლად

საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი  ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის მქონე  სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 7 წლის გამოცდილება.

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.

2. სამოტივაციო წერილი.

3. ავტობიოგრაფია /cv.

4. აკადემიური თანამდებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა ფაკულტეტიდან).

5. სამოქმედო გეგმა.

6. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

7. ორი ფოტოსურათი.

კანდიდატთა  საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14 (საარჩევნო კომისია ოთახი N 230), 2018 წლის  7 მაისიდან  16  მაისის ჩათვლით  17  საათამდე  (შაბათ-კვირის გარდა).

     საბუთების განხილვა 2018  წლის 18 მაისს, არჩევნები ჩატარდება 19 მაისს.