შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2018 წლის 17 აპრილს გაიმართა ღია კარის დღე ,,მეხილეობის (კაკლოვანი კულტურების)“ მე-4 საფეხურის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების (ე.წ. დუალური) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე პროფესიული სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებით.   აღნიშნული პროგრამის პილოტირება უკვე 2016 წლიდან წარმატებით ხორციელდება სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების სენაკის განყოფილებაზე, განათლებისა და მეცნიერებისა სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.  დუალური მიდგომით სწავლება ნიშნავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობას ორ ადგილზე-თეორიული სწავლება განხორციელდება სასწავლო უნივერსიტეტში, ხოლო პრაქტიკული სწავლება გადაინაცვლებს დამსაქმებლებთან (საწარმოში), პროფესიული სტუდენტი სწავლების პირველივე დღიდან ფაქტიურად ერთვება სამუშაო პროცესში და იღებს გარკვეულ ანაზღაურებას. 

ღია კარის დღეს ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის, ფერმერთა ასოციაციის, პარტნიორი ორგანიზაციის (შპს ,,აგროს ახლი“ შპს ,,კარტლისი“),  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის,  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან და  სხვა წარმომადგენლები.

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 22 აპრილამდე გრძელდება.  ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა,  დარეგისტრირდეს და ისწავლოს   სახელმწიფოს სრული დაფინანსებით  ,,მეხილეობის (კაკლოვანი კულტურების)“ მე-4 საფეხურის სამუშაოზე დაფუძნებულ პროგრამაზე.

               30707121_1617126631658514_6252795294266687488_n.jpg     30707641_1617126551658522_6087258557370073088_n.jpg

               30710872_1617126871658490_4585448277964488704_n.jpg     30743719_1617126731658504_7341655295774425088_n.jpg