დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 2018 წლის 18 აპრილს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრნენ ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გიორგი ალიბეგაშვილი და დეპარტამენტის წარმომადგენელი,  ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების დამფუძნებელი და თავმჯდომარე თინათინ ბოლქვაძე.

   სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან, სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან შეხვედრაზე ისაუბრეს გარე რეკლამაზე ქართულენოვანი წარწერების თაობაზე.   სტუმრებმა აუდიტორიას გააცნეს  სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიზნები და უახლოესი ამოცანები, მოისმინეს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მოსაზრებები. კვლევით პროექტში ჩართულმა სტუდენტებმა წარმოადგინეს  პრეზენტაცია ,,ქალაქ ზუგდიდში გარე რეკლამებზე სახელმწიფო ენის გამოყენების პრაქტიკის კვლევა“. შეხვედრაზე განიხილეს დეპარტამენტის მიერ ახლად გამოცემული  პირველი ბიულეტენი „გავრცელებული ენობრივი შეცდომების ლექსიკონი“, რომლის რამდენიმე ეგზემპლარი გადაეცა სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას.

       დაისახა სამომავლო ღონისძიებები ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ენის სახელმწიფო დეპარტამენტსა და სასწავლო უნივერსიტეტს შორის.

                     P4183918.JPG          P4183930.JPG   

                     შესაცვლელი.jpg          შეს.jpg