გაცნობებთ, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე ( www.hr.gov.ge ) გამოქვეყნდა სტაჟირების კონკურსი მარტვილის იუსტიციის სახლში.განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 21 აპრილი.
აქვე გაცნობებთ, რომ სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 თვიდან 6 თვემდე ვადით, სტაჟირება ანაზღაურებადია. შესაძლოა მოხდეს სტაჟირების ვადის გაგრძელება 3 თვის ვადით. ასევე, დამატებით გაცნობებთ იმასაც, რომ იუსტიციის სახლი მუდმივად ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, აქედან გამომდინარე,  სტუდენტები, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ გაიარონ სტაჟირება მარტვილის იუსტიციის სახლში, შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ მხოლოდ იუსტიციის სახლისსტაჟიორთათვის დაგეგმილ პროფესიულ ტრენინგებში.
ü  აუცილებელია კანდიდატი იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ბაკალავრი;
ü  სასურველია ინგლისური ან/და სხვა უცხო ენის ცოდნა;
ü  სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა