სასწავლო უნივერსიტეტი უმასპინძლებს საჯარო ლექციას თემაზე - კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ლექციას წარუძღვება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის კოორდინატორი - ლელა ხოფერია. 

ლექციაზე განხილული იქნება კოპრორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფცია, კორპორაციული პასუხისმგებლობის როლი განვითარებულ ქვეყნებში ბიზნესის წარმოების პროცესში, გრძელვადიანი ბიზნეს სარგებელი, რომელიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დანერგვას მოაქვს 

ლექცია ტარდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ, პროექტ "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით