შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდი ,,რაკედანი“  სტუდენტურ კონკურსში ,,სოციალური მეწარმეობა“ ფინალში გავიდა.  გუნდმა მოიპოვა მცირე გრანტი, რომლის ფარგლებში შეიმუშავა პროექტი სოციალური საწარმოს გასაძლიერებლად.

კონკურსის 16 მონაწილე გუნდი არასამთავრობო, სამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლობითი ჟიურის წინაშე წარსდგნენ პროექტებით, რომელთაგან შერჩეულ იქნა 4 ფინალისტი გუნდი. ოთხივე გუნდს  გადაეცა მცირე გრანტები მათ მიერ შემუშავებული პროექტების განხორციელებლად.

კონკურსის მიზანია ქართველ ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და ასევე, არსებული სოციალური საწარმოებისთვის პრობლემური ამოცანების გადაწყვეტა.

2018 წლის კონკურსის გამარჯვებული გუნდი მიიღებს სამოგზაურო გრანტს საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად.