2018 წლის 16 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ,,სამართლისა“ და ,,საჯარო მმართველობის“ საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა მოისმინეს საჯარო ლექცია თემაზე ,,ჯონ როულსის სამართლიანობის თეორია“. ლექციას უძღვებოდა გერმანელი პროფესორი გეორგ ლომანი.

გეორგ ლომანი ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული თეორეტიკოსი და ფუძემდებელია. ის იყო ვენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის მოწვეული პროფესორი; 1996 წლიდან პროფესორია მაგდებურგის უნივერსიტეტის პრაქტიკული ფილოსოფიის კათედრაზე; 2009 წლიდან კი ბილეფელდის უნივერსიტეტის დისციპლინათაშორისი კვლევითი ცენტრის მკვლევარია.

საჯარო ლექცია ჩატარდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.