2018 წლის 17 მაისს სასწავლო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საჯარო ლექციას თემაზე - ,,კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა“. ლექციას უძღვებოდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის კოორდინატორი - ლელა ხოფერია. ლექციაზე განხილული იქნა კოპრორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფცია, კორპორაციული პასუხისმგებლობის როლი განვითარებულ ქვეყნებში ბიზნესის წარმოების პროცესში, გრძელვადიანი ბიზნეს სარგებელი, რომელიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დანერგვას მოაქვს.

აღნიშნული აქტივობა განხორციელდა სასწავლო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის თანახმად, ღირებულებების ფორმირებაზე ორიენტირებული სასწავლო კურსების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.

 

 

                  P5174167.JPG     P5174178.JPG

                  P5174171.JPG     P5174173.JPG