პირველად საქართველოში დასაქმების პორტალი www.HR.ge ორგანიზებას უწევს ინოვაციურ პროექტს „ონლაინ დასაქმების ფორუმი და ღონისძიება 2018“ .აღნიშნული ღონისძიება უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს კომპანიებსა და სტუდენტებს/ახალკურსდამთავრებულებს ონლაინ რეჟიმში მიიღონ მონაწილეობა დასაქმების ფორუმში.

სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ:

  • დარეგისტრირდნენ ონლაინ დასაქმების ფორუმზე რეგიონის შეაბამისად და:
  • შეავსონ CV ონლაინ;
  • ნახონ მონაწილე კომპანიები და იპოვონ სასურველი ვაკანსიები;
  • გამოეხმაურონ ონლაინ – გაგზავნონ CV ღილაკზე დაჭერით მათთვის სასურველ ვაკანსიებზე;
  • მივიდნენ რეალურ ღონისძიებაზე ამობეჭდილი CV-ებით და შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენლებს, გაესაუბრონ ვაკანსიების შესახებ და წარადგინონ საკუთარი თავი.

რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, გადახვიდეთ შესაბამის ბმულზე რეგიონის მიხედვით: აღმოსავლეთ საქართველო: www.hr.ge/jobfairTbilisi;

დასავლეთ საქართველო: www.hr.ge/jobfairBatumi

ღონისძიებების კალენდარი:

ონლაინ დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს 1 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით.

ღონისძიება: თბილისი – 8 ივნისი, 11:00-დან 17:00 საათამდე, თავისუფლების მოედანი N4, ქორთიარდ მარიოტი თბილისი.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დაუკავშირდეთ: 032 2 193333 (130).

სამუშაო საათები: 09:30 - 18:30.

 

 

                

                32765394_1781365248576776_4673710654761205760_o.jpg       32974794_1781364895243478_3021957324680986624_o.jpg

                32808398_1781365698576731_1368544384877854720_o_1.jpg      32834810_1781364581910176_23606458813775872_o_0.jpg