2018 წლის 22 მაისს, ევროპის დღეების ფარგლებში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, კარლ პოპერის ფორმატის სტუდენტური დებატები "რატომ ევროპა" გაიმართა. 

სტუდენტებმა იმსჯელეს თუ რატომ უნდა გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რას უნდა ველოდეთ ევროკავშირისგან, რა არის ევროპული ღირებულებები და უქმნის თუ არა ევროკავშირი საფრთხეს ქართულ კულტურასა და ტრადიციებს.
დებატების მიზანია ევროკავშირის შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლება, მათი ინტერესის გაზრდა საქართველოს ევროინტეგრაცის პროცესისადმი, დებატების უნარების დაუფლება და დახვეწა.
დებატებში გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცათ. 
„ევროპის დღეები 2018“ 22 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიებები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ორგანიზებით, წელს მეექვსედ იმართება. ევროპის დღეების მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.

 

                P5224228.JPG     P5224222.JPG

               P5224232.JPG    P5224233.JPG