2018 წლის 22 მაისს  შოთა მესხიას  ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ვიზიტით იმყოფებოდნენ გაეროს განვითარების პროგრამის და შვედეთის საელჩოს წარმომადგენლები:

მუნხტუია ალთანგერელი -  მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, გაეროს განვითარების პროგრამა

ნათია ნაცვლიშვილი,     პროგრამების ხელმძღვანელი, გაეროს განვითარების პროგრამა

გიგი ბრეგაძე,      დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი, გაეროს განვითარების პროგრამა  

გიორგი ნანობაშვილი,   ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, გაეროს განვითარების პროგრამა  

მაკა მეშველიანი,     პროგრამის მენეჯერი, გაეროს განვითარების პროგრამა  

პაატა გიორგაშვილი,   ეკონომიკური ექსპერტი, გაეროს განვითარების პროგრამა  

თინა გენებაშვილი,   შვედეთის საელჩო

შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი წარმოადგენს გაეროს განვითარების პროგრამის პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებას. კერძოდ, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, უნივერსიტეტი რეგიონში პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის ახორცილებს მოკლევადიან ინტენსიურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, სადაც ძირითადი აქცენტი რეგიონში მცხოვრებ ქალებზეა გაკეთებული. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა განვლილი პროექტების შედეგების შეფასება და აგრეთვე შეთანხმება მომავალ სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით.   

 

              image (2).jpg      image (4)_0.jpg

              image (1).jpg       image (3)_1.jpg