2018 წლის 28 მაისს ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. ზუგდიდის რაიონული პროკურორი სტუდენტებს პროკურატურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო განვითარების სტრატეგიების შესახებ ესაუბრა. პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განიხილეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ბოლო წლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები. მსმენელებს მიეწოდათ ინფორმაცია პროკურატურაში არსებული სტაჟირების პროგრამის შესახებაც. ღონისძიება საქართველოს პროკურატურის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

 

 

                 P5284242.JPG     P5284234 - Copy.JPG

                 P5284254 - Copy.JPG     P5284239.JPG