2018 წლის 10-11 მაისს სსიპ - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით „მოდულური/დუალური საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში. ტრენინგის მიზანი იყო ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შემუშავებული პროფესიული (მოდულური/დუალური) საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ჯვარი, ზუგდიდი, ამბროლაური, ქუთაისი, ფოთი)  ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობების გაძლიერება.