მიმდინარე წლის 27-29 ივნისს იმართება სტარტაპ კვირეული ზუგდიდის ტექნოპარკში. ეს არის ღონისძიება სტარტაპებისთვის და მის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან ყველა შესაძლებლობას, რასაც სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები სთავაზობენ სტარტაპებს იდეის მოფიქრებიდან მის რეალობად ქცევამდე. ახალგაზრდები აღმოაჩენენ ახალ შესაძლებლობებს, გაივლიან ინდივიდუალურ კონსულტაციებს მენტორებთან და რაც მთავარია, გაეცნობიან სტარტაპ დაფინანსების ახალ ინსტრუმენტებს. იხელეთ თანდრთული პროგრამა.
 სტარტაპ კვირეულის ორგანიზატორები და დონორები არიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო და თიბისი ბანკი. სტარტაპ კვირეული უკვე წარმატებით განხორციელდა თბილისში, რომელიც 22-26 მაისს ჩატარდა. იხილეთ შემაჯამაბელი ბლოგი .
 ღონისძებაში მონაწილეობისთვის საჭიროა რეგისტრაციის მარტივი პროცედურის გავლა ვებ-გვერდზე: www.startupweek.ge