ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა.სტუდენტებთან შეხვედრისას ლაშა გოგიამ ახალი იდეა ,, ერთი დღე მერთან“ გააჟღერა, რომელიც ერთი სამუშაო დღის მერთან გატარებას და მისი სამუშაო რეჟიმის გაცნობას გულისხმობს.

მერმა სტუდენტებს მერის სტიპენდიაზეც მიაწოდა ინფორმაცია. წარჩინებული სტუდენტები მერის სტიპენდიით უკვე სარგებლობენ, სექტემბრიდან კი 95 ქულიანი ბარიერი 91 ქულამდე დაიწევს და ის სტუდენტები, რომელთა აკადემიური მოსწრება 91 ქულაა, სხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ სტიპენდიით სარგებლობას შეძლებენ.

ლაშა გოგია სტუდენტებს მაქსიმალურ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას დაპირდა.

ტურისტულ სეზონზე გათვალისწინებულ აქტივობებში სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან.

სექტემბრიდან კი სტუდენტები და ლექტორები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ.

შეხვედრას მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

                35265237_1027683994074523_6558789010909560832_o.jpg    35227209_1027684130741176_1476972633856671744_o.jpg

                35240494_933912800120008_413829354624122880_o.jpg    35194239_933912613453360_1571087440465100800_o.jpg