2018 წლის 21 ივნისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში პროგრამის მენეჯერმა ლალი წიკლაურმა და პროგრამის კოორდინატორმა თამთა ნაცვალაძემ ჩაატარეს შეხვედრა „მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტებთან. შეხვედრის მიზანი იყო პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ პოპულარიზაცია და კვალიფიციური კადრების მოზიდვა.

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ხორციელდება 2009 წლიდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. პროგრამის მიზანია მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა, განათლების ხარისხის ამაღლება კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით. პროგრამაში 2017-2018 სასწავლო წელს ჩართულია სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის 194 კონსულტანტ-მასწავლებელი საქართველოს 10 რეგიონის, 31 მუნიციპალიტეტის 106 სკოლაში.

როგორც შეხვედრის ორგანიზატორებმა განაცხადეს, 2018 წლის ივლისში პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში იგეგმება კონკურსის გამოცხადება და სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის კონსულტანტ-მასწავლებელთა შერჩევა. კონკურსანტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ hr.gov.ge-ზე, სადაც უნდა ატვირთონ შესაბამისი დოკუმენტაცია და გაიარონ გასაუბრება. კონკურსი შედგება ორი ეტაპისგან: პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა, მეორე ეტაპი - გასაუბრება. პროგრამაში ჩართულ მონაწილეებს ჩაუტარდებათ საორიენტაციო ტრენინგები.

 

                 20180621_154024.jpg          20180621_154050 (1).jpg

                 P6214768.JPG          P6214765.JPG