ტრენინგ-სემინარი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის...

მიმდინარეობს საიტის განახლება

2018 წლის 25 ივნისს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა Erasmus+ (capacity building) მიმდინარე საერთაშორისო პროექტ INTEGRITY -ის  ფარგლებში სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ტრენინგ-სემინარი აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. პროექტ INTEGRITY -ის მიზანია პლაგიატის  შემთხვევების გამოვლენა და მათი თავიდან აცილების მიზნით დამხმარე მექანიზმების შემუშავება,  სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიური კეთილსინდისიერების მაღალი ხარისხის დანერგვა, სწავლა-სწავლებისა და კვლევის ხარისხის ამაღლება.  უნივერსიტეტის რექტორმა  პროფ. თ. ხუფენიამ აკადემიურსა და ადმინისტრაციულ პერსონალს  გააცნო  პლაგიატისა და აკადემიური კეთილსინდისიერების პოლიტიკა სასწავლო უნივერსიტეტში, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროფესორმა ბ. მოსიამ და  სამეცნიერო განყოფილების უფროსმა ასოცირებულმა პროფესორმა ხ. გოგიამ აკადემიურ პერსონალს გააცნეს  INTEGRITY-ს ფარგლებში აკადემიური კეთილსინდისიერების მაღალი ხარისხის დანერგვის მექანიზმები, სწავლისა და სწავლების უახლესი მეთოდები ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილების გათვალისწინებით.

 

        Image 2.png     Image 1.png

        Image 4.png      Image 5.png

         Image 6.png    Image 3.png