შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა მე -10 გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. საზეიმო ცერემონიალი უნივერსიტეტის რექტორმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა, პროფესორმა  თეონა ხუფენიამ მანტიებში გამოწყობილ  სტუდენტებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრება მიულოცა...

ღონიძიებაზე უნივერსიტეტთან არსებულმა ანსამბლმა „დავლათმა“ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულა. ასევე დასახელდა წლის საუკეთესო სტუდენტი, ხოლო კურსადმთავრებულებმა უნივერსიტეტში შეძენილ ცოდნისა და გამოცდილების მნიშვნელობაზე    ისუბრეს. 

ბაკალავრიატის დამთავრება კურსდამთავრებულებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ მიულოცა და წარმატებები უსურვა. 

უნივერსიტეტის ეზოში კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ცერემონიალს სტუდენტებთან ერთად, უნივერსიტეტის  პროფესორ - მასწავლებლები, ლექტორები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

                P6274786 - Copy.JPG    36297793_1828403957206238_1022974077905666048_o.jpg

                36063998_1041888549320734_2461927253236252672_o.jpg    36043381_1041889205987335_5430067903258951680_o.jpg

                36337837_1828405317206102_6690142382270185472_o.jpg    36315571_1828406733872627_1445370913032765440_o.jpg

               36306510_1041888715987384_2694443163300397056_o.jpg    36337868_1041888569320732_6710220074478731264_o.jpg