ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა...

მიმდინარეობს საიტის განახლება

2018 წლის 4 ივლისს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისის ადამიანის უსაფრთხოების ჯგუფის მოწვევით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა წარადგინა პრეზენტაცია სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების შესახებ. აღნიშნული საინფორმაციო შეხვედრის მიზანი იყო სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში მიღწეული შედეგების გაცნობა დამსწრეებისთვის და იმ სამომავლო გეგმების წარდგენა, რომელსაც სასწავლო უნივერსიტეტი ისახავს ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით. 

 

            EUMM_0.png         EUMM.png