განისაზღვრა „2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის მობილობის, სტატუსის აღდგენის და შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები

მიმდინარეობს საიტის განახლება
  1. 2018–2019 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრისათვის  მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა  განისაზღვრა 2018 წლის 16 აგვისტოს  18.00საათამდე.
  2. 2018–2019 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრისათვის  სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტატუსის აღდგენისა და შიდა მობილობის მსურველ სტუდენტთა განცხადებების რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2017  წლის 10 სექტემბრამდე (ჩათვლით).
  3. სტატუსის აღდგენისა და შიდა მობილობის მსურველი  სტუდენტებისთვის  გავლილი კრედიტების აღიარების შესახებ შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელების (უფლებამოსილი პირების) მიერ  დასკვნების  წარმოდგენის ვადა განისაზღვრა 2018-2019  სასწავლო წლის 14 სექტემბრამდე (ჩათვლით).
  4. 2018–2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის   შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ სტუდენტთა განცხადებების რეგისტრაციისა და სტუდენტის პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის  ვადა განისაზღვრა 2018 წლის  22 აგვისტოდან     7 სექტემბრის  ჩათვლით.
  5.  აღნიშნული სტუდენტებისთვის  გავლილი კრედიტების აღიარების შესახებ შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელების (უფლებამოსილი პირების) მიერ  დასკვნების  წარმოდგენის ვადა განისაზღვრა მიმდინარე სასწავლო წლის   10 სექტემბრამდე  (ჩათვლით). 
  6. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ რექტორის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის პროექტი გაფორმდეს და წარედგინოს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს  2018-2019 სასწავლო წლის 11 სექტემბრის  ჩათვლით.
  7. სტუდენტების სტატუსის აღდგენის, შიდა მობილობითა და მობილობით ჩარიცხვის შესახებ რექტორის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი გაფორმდეს 2018-2019 სასწავლო წლის 1 ოქტომბრამდე.
  8. სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ ბრძანება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში აისახოს 2018 წლის 02 ოქტომბრის ჩათვლით;
  9. სტუდენტთა მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ ბრძანება წარედგინოს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს  2018 სასწავლო წლის 03 ოქტომბრის  ჩათვლით;
  10. მობილობის წესით გადასული სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანება გამოიცეს  და აისახოს რეესტრში 2018 წლის 05 ოქტომბრის ჩათვლით;
  11. მობილობით გადასული სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების (თანდართული ელექტრონული ვერსიით) წარედგინოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს  2018 წლის 07 ოქტომბრამდე.
  12. მობილობით გადასულ სტუდენტებზე სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანებიდან ამონაწერი (თანდართული დოკუმენტებით) გაიცეს მომართვიდან ერთი კვირის განმავლობაში;

                 დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ 591 32 42 42/ 568 855 661