10 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვივნენ ლიტვის ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარია, ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. ლიტვის ელჩი იონას პასლაუსკასი და სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარია შეხვდნენ სტუდენტებს და ისაუბრეს თემაზე: „ნატოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფორმატები და ინტეგრაციის მნიშვნელობა“. პასლაუსკასმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა. შეხვედრის დასასრულს ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლების მიერ შეივსო და განახლდა ნატოს კუთხე შესაბამისი ლიტერატურით.