2018 წლის 14 აგვისტოდან 21 აგვისტომდე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს ზაფხულის სკოლას - სამართლებრივი სახელმწიფო, როგორც ზნეობრივი სახელმწიფო. პროექტი არის წარმომადგენლობითი და მიზნად ისახავს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლისა და სოციალური მეცნიერებების პროგრამების განვითარებას. სწავლების პროცესის შემდგომ ინტერნაციონალიზაციასა და კოლაბორაციას საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან. მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე სწავლისა და კვლევის პროცესის ინტეგრაციას.

საზაფხულო სკოლას უძღვებიან ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკლაუს ლარგიერი, ბერლინის (გერმანია) ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორი, ანდრეას არნდტი, პროფესორი მამუკა ბერიაშვილი.

საზაფხულო სკოლა ტარდება ბაღდათის მუნიციპალიტეტის კურორტ საირმეში. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას იღებს შოთა მსეხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის 10 სტუდენტი.

           20180817_175912_0.jpg       20180817_175934.jpg