10 მაისს სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საჯარო განხილვას უმასპინძლა. შეხვედრაზე პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა შეკრებილ საზოგადოებას მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები გააცნეს. სახელმწიფო ბიუჯეტის საჯარო განხილვას ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ფრიდონ თოდუა და ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი გურამ ჩახვაძე ესწრებოდნენ.