სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარეობს საიტის განახლება

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ტარდება გაზაფხულზე, სტუდენტური დღეების ფარგლებში.სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება შესაძლოა ორჯერ და მეტჯერაც საჭიროების შემთხვევაში.

კონფერენცია იხსნება პლენარული სხდომით და მუშაობას აგრძელებს სექციების სახით.

კონფერენციაზე წარმოდგენილი საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი შესაძლებელია შევიდეს უნივერსიტეტის შრომათა კრებულში.

გარდა უნივერსიტეტის სტუდენტებისა, სტუდენტური კონფერენციის მუშაობაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმაც.

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის პროგრამა იბეჭდება კონფერენციამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა.

პროგრამაში წარსადგენი თემისა და სტუდენტის პერსონალიის შემდეგ უნდა იქნას მითითებული სპეციალობა და სემესტრი, რომელზეც სწავლობს  სტუდენტი და ხელმძღვანელი პროფესორის სახელი და გვარი სამეცნიერო ხარისხისა და  წოდების მითითებით.

სტუდენტთა კონფერენციაში მონაწილეთა სია სამეცნიერო განყოფილებას წარედგინება დეკანატებიდან.

კონფერენციაზე გასატან სტუდენტურ ნაშრომს უნდა ახლდეს მეცნიერ ხელმძღვანელის რეცენზია.

საუკეთესო ნაშრომის ავტორი სტუდენტი უნივერსიტეტის სამეცნიერო განყოფილებისა და რექტორატის მიერ ჯილდოვდება  სპეციალური სიგელით.