2018-2019 სასწავლო წელს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით

1.მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის პერიოდი განისაზღვრა 2018 წლის 27 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე (ჩათვლით).

2. 2018–2019 სასწავლო წელს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამაგისტრო სასპეციალიზაციო გამოცდა ჩატარდება

2018 წლის 13 სექტემბერს,

პირველადი შედეგები გამოქვეყნდება 15 სექტემბერს.

3. სასპეციალიზაციო გამოცდების შედეგებზე საპრეტენზიო განცხადებების წარდგენის პერიოდი - 15 სექტემბრიდან 20 სექტემბრამდე (ჩათვლით).

4. სამაგისტრო სასპეციალიზაციო გამოცდების საბოლოო შედეგები გაფორმდება 22 სექტემბერს.

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა მაგისტრატურაზე ჩარიცხვის მსურველთათვის: •განცხადება რექტორის სახელზე; •ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე; •ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი ( 2018 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე(ოქმის თარიღის მითითებით)); •პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;

•წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში); •უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); •სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.

რეგისტრაცია იწარმოებს სასწავლო უნივერსიტეტში, მისამართზე ჯანაშიას 14 (კომბინატის დასახლება), პირველ სართულზე, ოთახი #114. ტელ. 591 32 42 42; 568855661