რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ბაკალავრის/მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, რომლებსაც საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდით. პროგრამაზე სწავლა შეუძლიათ მოქმედ და არამოქმედ სერტიფიცირებულ მასწავლებლებს. პროგრამაზე ჩასარიცხად აუცილებელია შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება.

პროგრამის ხანგრძლივობა არის ერთი წელი (60 კრედიტი). პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი და გაიცემა სახელმწიფო სერტიფიკატი. პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

მიღება იწარმოებს შემდეგი მოდულების მიხედვით:

ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური); ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური); ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური); მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური).

წარმოსადგენი დოკუმენტაცია: •განცხადება; (ივსება ადგილზე) •პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი; •ფოტოსურათი 3/4 (ელექტრონული ვერსია CD-ზე); •ბაკალავრის/მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული დიპლომის ან სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი; •სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); •ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან საგნის სწავლების თაობაზე (სავალდებულოა მოქმედი მასწავლებლებისათვის).

p.s. რეგისტრაცია დასრულდება 2018 წლის 10 სექტემბერს. გამოცდა (სამოტივაციო წერილი) წერილობითი ფორმით ჩატარდება 2018 წლის 12 სექტემბერს 11 სთ-ზე

საბუთები მიიღება მისამართზე; ჯანაშიას 14, ოთახი #114.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ. ნომერზე 591324242; 568855661