შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი 2018 წლის 3 სექტემბრიდან აცხადებს არჩევნებს საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად

საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 7 წლის გამოცდილება.

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.

2. სამოტივაციო წერილი.

3. ავტობიოგრაფია /cv.

4. აკადემიური თანამდებობაის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა ფაკულტეტიდან).

5. სამოქმედო გეგმა.

6. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

7. ორი ფოტოსურათი.

კანდიდატთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14 (საარჩევნო კომისია ოთახი N 230), 2018 წლის 8 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით 17 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).

არჩევნები ჩატარდება 2018 წლის 20 ოქტომბერს.