19 მაისს ზუგდიდის ახალგაზრდობის ცენტრმა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მოეწყო „შვილობილი ბიზნესი“ – პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი ბიზნესიდეების მქონე ახალგაზრდებისათვის გრანტების გაცემას. „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ გამარჯვებული ბიზნესიდეების ავტორთა ჯგუფს უზრუნველყოფს თანამედროვე სამუშაო ფართითა და შესაბამისი მატერიალურ–ტექნიკური ბაზით.